HLF_Buklet_you_know_you_can_210_297_GG
წონის კომფორტული კლება
როგორც უკვე მიხვდით, წონის კლება - რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მჭიდრო კავშირშია ფსიქოლოგიასთან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ადამიანისთვის გახდომის პროცესი სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ახლებურად შევხედოთ ამ პროცესს, ვნახოთ ვებინარი. იმ შემთხვევაშიც, კი თუ წარსულში თქვენც გაგივლიათ ეს გზა, ბევრი რამ შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, მაშინ როდესაც კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს. შეიტყვეთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუწიოთ მათ ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც თქვენგან ელიან!
გახსოვდეთ, რომ წონაში კლება - ეს სერიოზული სამუშაოა მთელი სხეულისთვის. ამ პროცესის უკან დგას არა მხოლოდ ფიზიოლოგიური ბარიერები, არამედ, ფსიქოლოგიურიც! შეუძლებელია ჭარბი წონის დაკლება, თუ თავში ზედმეტი ფიქრები ტრიალებს.
ადამიანი, რომელიც წონაში იკლებს იმყოფება მუდმივ ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში. მას ეჭვი ეპარება წარმატებაში, ეშინია საკუთარი წარუმატებლობის განმეორების, სცხვენია სარკეში საკუთარი თავის დანახვის და თავს მარტოსულად გრძნობს. ყველა ამ გრძნობის გაგება - თქვენთვის სერიოზული სამუშაოა! თქვენ უნდა გამოიჩინოთ გულისხმიერება და რეალურად შეძლოთ თქვენი კლიენტის დახმარება.
Made with FlippingBook - professional solution for displaying marketing and sales documents online